გარდაბანში აფეთქებას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, მისი ძმა კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ,,კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, მოზარდმა ხელყუმბარა, სავარაუდოდ, ქუჩაში იპოვა, რა დროსაც ხელში აუფეთქდა.
ძმები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.
შემთხვევა ქალაქში, მესამე სკოლასთან ახლოს მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.