ტრამპმა ბაიდენის მუშაობის პირველი თვე შეაფასა და ის მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის მუშაობის პირველი თვე შეაფასა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გააკრიტიკა.

როგორც მან ფლორიდაში რესპუბლიკელ-კონსერვატორების კონფერენციაზე აღნიშნა, “ბაიდენმა აჩვენა, რომ ის წინააღმდეგია სამუშაო ადგილების, ოჯახების, საზღვრების, ენერგეტიკის, ქალებისა და მეცნიერების”.

მისი აზრით, ბაიდენის პოლიტიკას დახასიათება შეიძლება ფრაზით – “ამერიკა ბოლო ადგილზე”.

ტრამპმა ასევე ნეგატიურად შეაფასა ბაიდენის მიდგომა მსოფლიო პრობლემების მიმართ.

“აშშ-ის არ აქვს ფუფუნება, მსოფლიოს პრობლემებით დაკავდეს”, – მიიჩნევს ტრამპი.

ასევე, მან აშშ-ისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ურთიერთობა, როგორც “წარმატებული გარიგება” – შეაფასა და  დემოკრატიული პარტიის წევრები “ჩინეთის მარიონეტებად” წარმოაჩინა.

ტრამპის თქმით, აშშ-მა ბაიდენის პირობებში უკვე დაკარგა სტატუსი ენერგეტიკაში, სულ მალე კი რუსეთის ნავთობზე გახდება დამოკიდებული.

“რადიკალურად განწყობილი დემოკრატების პოლიტიკის პირობებში, ბენზინზე ფასი უკვე 30%-ით გაიზარდა. ნავთობის საკითხებში რუსეთზე ან ახლო აღმოსავლეთზე ვიქნებით დამოკიდებული. ჩემი პრეზიდენტობის დროს ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში ზესახელმწიფო იყო”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები