აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ
აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან.
რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.
ამასთან, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება.