ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.

შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი – კარლ ჰარცელი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი – ნატალი საბანაძე დახვდნენ.

1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

მიშელი ასევე შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები