სოზარ სუბარი: ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებისთვის.
„ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. უბრალოდ, ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე მზად ვიყავით და მზად ვართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.