სტოლტენბერგმა ნატო-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები დაასახელა

რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმა და კლიმატური ცვლილება არის ნატო-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები.

ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც 27 თებერვალს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება.

“ნატო-სთვის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ჯანდაცვის კრიზისი არ გადაზრდილიყო უსაფრთხოების კრიზისში, რადგან ყველა საფრთხე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა – რჩება. ეს არის რუსეთის აგრესია, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ჩინეთი და კლიმატური ცვლილება. ერთი ქვეყანა ან კონტინენტი ამას ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ყველა ერთად შეძლებს”, – თქვა მან.

სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ მიესალმა “აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძლიერ სიგნალს, რომ უნდა მოხდეს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირის გაძლიერება”.

“ეს ნატო-ს ლიდერების განხილვის მთავარი თემა იქნება, რომლებიც მოგვიანებით აქ, ბრიუსელში შეიკრიბებიან”, – თქვა მან.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი განიხილავენ ბრიუსელში ჯო ბაიდენის მიწვევის საკითხს, რათა გაიმართოს ევროკავშირი-აშშ-ისა და ნატო-აშშ-ის სამიტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები