კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინამ მოსკოვთან მიმართებით მტრული გზა აირჩია

“უკრაინის მთავრობა რუსეთთან ურთიერთობაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობს და ხშირად მტრულ გზას ირჩევს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ასეთი სავალალო მდგომარეობაა, რომელსაც ვაკვირდებით უკრაინის ხელმძღვანელობის გამო, რომელიც რაიმე ურთიერთობაზე ფაქტობრივად უარს ამბობს და ირჩევს არამეგობრულ, ხშირად მტრულ გზას”, – თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა არის მიზერული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობაში აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რაც, პირველ ყოვლისა, შეესაბამება მის ინტერესებს.

“ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ პასუხობს ჩვენს ინტერესებს”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები