ნიგერიაში 300-მდე მოსწავლე გოგონა გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ზამფარას შტატში ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 300-მდე მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი – PM News-ი წერს.

აღინიშნება, რომ ტერორისტები საშუალო სკოლას, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობენ, ღამის საათებში დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ათობით მებრძოლმა თავდაპირველად სკოლასთან არსებულ სამხედრო საგუშაგოზე მიიტანა იერიში, შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში შეიჭრა.

მედია წერს, რომ თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, რამდენიმე სამხედრო დაიჭრა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივები ამჟამად გამტაცებლებს ეძებენ, რომ გოგონები დაიხსნან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები