ალიევი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას არ გამორიცხავს

ბაქო ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არის მზად და სამშვიდობო შეთანხმებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ერევანი “ეშმაკობას შეეშვება და არ მოიტყუება”, ბაქო სომხეთთან “კონტაქტების განსამტკიცებლად არის მზად”.

“რასაკვირველია, თუ ყველაფერი ასე წარიმართა, ვფიქრობთ, რაღაც ეტაპზე ამას არ გამოვრიცხავთ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასაც, რადგან დე-ფაქტო, გასული წლის 10 ნოემბრის შეთანხმება, პრინციპში, სამშვიდობო შეთანხმებაც არის”, – თქვა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები