„რუმს კოხტა“ – ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს

ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას და სასტუმროებისთვის სამუშაოს განახლების უფლების მიცემას დადებითად აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რუმს კოხტას“ გენერალური მენეჯერი მარიამ ლაშაური.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი არ ყოფილა და სასიხარულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების სასარგებლოდ გადაწყდა.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საკმაოდ გამოცდილები ვხვდებით შეზღუდვების შემსუბუქებას, ვინაიდან სასტუმროს რესტორანი გატანის სერვისზე მთელი ეს პერიოდი ფუნქციონირებდა, ხოლო ზაფხულში სასტუმრო რეგულაციების სრული დაცვით ოპერირებდა. ასე რომ, ეს ეტაპი გავლილი გვაქვს. რაც შეეხება ჯავშნებს, გუშინდელიდან მოყოლებული ზარები არ წყდება, დაჯავშნის და ბაკურიანში დასვენების მსურველი საკმაოდ ბევრია, ვინაიდან ამაში ამინდიც ხელს გვიწყობს. შესაბამისად, პირველი ჯავშანიც უკვე მივიღეთ“, – აცხადებს მარიამ ლაშაური.
სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით დღეიდან გაიხსნა, როლო საბაგიროები მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები