„რედკო გუდაური“ – როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა

“როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას დღეიდან განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა და დაჯავშნის მსურველთა ზარები ამ დრომდე არ წყდება”, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატია აბსანძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კურორტის გახსნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვების შემსუბუქება კომპლექსის ბინათმფლობელებისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს.
„პანდემიის გამო ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, პანდემიის მიუხედავად, დავასრულეთ სამი კომპლექსის მშენებლობა. შეზღუდვების შემსუბუქება მისასალმებელია და რეგულაციების სრული დაცვით განვაახლებთ მუშაობას. როგორც კი დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქება, რამდენიმე ჯავშანი მაშინვე მივიღეთ და ზარები კვლავ შემოდის, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ჯავშნები კვლავ გაგრძელდება. მოუთმენლად ველოდებით 8 მარტს და ვფიქრობთ, ამას ავტომატურად მოყვება ჯავშნების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე მცირე დროა დარჩენილი, გუდაურზე მოთხოვნისა და ტურისტების ნაკადის ზრდას ასევე ვვარაუდობთ, როდესაც გაიხსნება საჰაერო გზა“, – განაცხადა კატია აბსანძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები