პატრიკ ლანგი: ბაკურიანში მაღალი რანგის სათხილამურო სპორტული შეჯიბრის ჩატარება ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ

“ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის,” – განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო ტასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურიანში 26 – 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. მისი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება და მთელ მსოფლიო გაიგებს ქართული მთების პოტენციალის შესახებ და ასევე იმას, თუ რამდენად მეგობრულია საქართველოს ხალხი და რამდენად უჭერს მხარს მთავრობა მსგავს ინიციატივებს.

“ჩვენ ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს ისეთ შესანიშნავ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, თავისი სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით”,  – განაცხადა პატრიკ ლანგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები