ხატია დეკანოიძე: 26 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე სამომავლო გეგმებს გავაჟღერებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხვალ, 26 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავიანთ სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.

მისივე თქმით, ხვალ დაანონსებული აქცია არის მსვლელობა თავისუფლებისთვის.

„ხვალ, 13:00 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით ყველა და მსვლელობით მივდივართ რუსთაველზე. ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და, ასევე, მთავარი საკითხები იყო სამომავლო გეგმები. ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ კოორდინებული  ოპოზიციის  მოქმედებას. სამომავლო გეგმები ეხება, მათ შორის, ფართომასშტაბიან აქციებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები