გიგა ბოკერია: პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება მაშინ, როდესაც გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, როდესაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად ვადამდელი, ნორმალური არჩევნები უნდა.

„როგორ ფიქრობთ, საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას. ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. სწორედ მაგაშია ჩვენი კონსტრუქციულობა. ჩვენ გვინდა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და არა რაიმე სახის არასაარჩევნო სცენარი ხელისუფლების შეცვლის. ეს არის მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციის, რომ ამისკენ ვისწრაფვოდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები