შალვა ნათელაშვილი: ნეტარ არიან მორწმუნენი, ასე ვუპასუხებ თალაკვაძეს

“სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება არჩილ თალაკვაძემ და მისმა უფროსმა უკვე ჩაიდინეს, როდესაც მოახდინეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, უზურპაცია გაუკეთეს ხელისუფლებას და დაგვიმყარეს დიქტატურა პოლიტიკური დაჭერებით სპეცოპერაციებით”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ამიტომ, მათ არა მარტო უნდა შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გამოუშვან პოლიტიკური პარტიები. ამ შემთხვევას შემიძლია, ვუპასუხო ცნობილი ბიბლიური ჭეშმარიტებით, ნეტარ არიან მორწმუნენი. საიდან არის დარწმუნებული ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ალბათ არჩილ თალაკვაძისა და მისი უფროსობის ნაკლებად დახვეულ ტვინის უჯრედებში უნდა ვეძიოთ, თუმცა, მეეჭვება, იქ რამე პოზიტიური ვიპოვოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები