ნათია თურნავა: საქართველოს რკინიგზა ორ დღეში განაახლებს მარშრუტებს

“ახლა მთავარია, დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს. ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა.

„დღეს შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება, ამ მომენტისთვის მომზადება ვერ მოასწრო, მაგრამ უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გაიხსნან. რაც შეეხება რესტორნებს, 8 მარტიდან შიდა სივრცეებიც გაიხსნება, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენც, შრომის ინსპექციაც ვმუშაობთ, რომ ეს დარგი გახსნისთვის მოამზადოს. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დღეიდან გაიხსნა, რკინიგზაც ორ დღეში პრაქტიკულად განაახლებს მარშრუტებს, მომზადება დასჭირდება ორდღიანი. მთავარი ისაა, რომ ეს დადებითი მუხტი, დადებითი ტალღა შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს, ამიტომ, ისევ და ისევ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები