ფაშინიანმა სომხეთის გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენშტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი გაათავისუფლა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფაშინიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც გენშტაბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მისი თანამდებობიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

“ძალიან რთული ვითარებაა. იცით, რომ  თანამდებობიდან გენშტაბის უფროსის მოადგილე მოვხსენი, ახლა – უფროსიც. რესპუბლიკის მოედანზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზის გეტყვით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა  სამოქალაქო და სახალხო ხელისუფლების შენარჩუნებაა”, – თქვა მან.

ფაშინიანმა მომხრეებს ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, ასევე, გენშტაბის განცხადება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები