რუსული ვაქცინა – “სპუტნიკ V” გაიაფდა

​რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ “სპუტნიკ V”-ის ფასი დაწია. ამიერიდან ის 2 ათასი რუბლის ნაცვლად 866,81 რუსული რუბლი (40 ლარამდე) ეღირება.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ფასის დაწევა ვაქცინის წარმოების ოპტიმიზაციასა და გაუმჯობესებას უკავშირდება, ასევე, მისი მოცულობის ზრდას.

“ვაქცინის წარმოება სახელმწიფოს მიერ სოციალურ დაკვეთას წარმოადგენს. ხაზს ვუსვამთ, რომ ფასი ვრცელდება მხოლოდ იმ ვაქცინაზე, რომელიც გამოყენებული იქნება იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში”, – განმარტეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები