ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცეპრემიერი – დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ვიცეპრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები