ტოდ უოლტერსი: რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

“რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას და აშშ-სთვის საფრთხეს წარმოადგენს”, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ხელმძღვანელმა, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა სამხედრო-საჰაერო ასოციაციის სიმპოზიუმზე განაცხადა.

“საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთსულოვანი დაგმობისა და დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაციისკენ, ამ ქმედების უმრავლესობა კი ევროპაშია. რუსეთი აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის კვლავ წარმოადგენს საფრთხეს”, – თქვა გენერალმა.

მისი თქმით, რუსეთი საბჭოთა დროინდელი გავლენათა სფეროს შენარჩუნებას ცდილობს და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ძალას იყენებს.

გარდა ამისა, უოლტერსის თქმით, მოსკოვი მიმართავს არატრადიციულ მეთოდებს, როგორებიც არის კერძო სამხედრო კამპანიები და ამით ცდილობს, დააშინოს, შეასუსტოს და გახლეჩოს აშშ და მათი მოკავშირეები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები