მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველს კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე

“სახალხო დამცველს მოუწევს, პოლიტიკური მესიჯებით ილაპარაკოს სამართალზე. წარმოიდგინეთ, რა დონის პარადოქსია, სახალხო დამცველი თუ სამართალზე პოლიტიკური მესიჯებით ვერ ილაპარაკებს პასუხს ვერ გაგვცემს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში სახალხო დამცველმა პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარადგინოს.

„ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს, როდესაც პირს გირაო აქვს შეფარდებული და ის ამბობს, რომ ამ გირაოს პირობებს არ შეასრულებს. ხელისუფლების მიერ რა პრეცედენტი უნდა დაიდოს. აქ ხელისუფლებამ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ უნდა მიიღოს, რატომ მოგვიწოდებს ყველა, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები უნდა იყოს და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილ იქნას. ეს და სხვა კითხვები იქნება მთავარი კითხვები, რაზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს და ყურადღებით მოვუსმენთ. მან საკმაოდ კარგად იცის ჩემი პირადი განწყობა და, ამ ყველაფრის მიუხედავად, მას პატივისცემა შეიძლება, დავუდასტურო, მაგრამ თუ ის პოლიტიკური მესიჯებით არ ილაპარაკებს, მას პასუხები არ ექნება. სახალხო დამცველს მოუწევს, პოლიტიკური მესიჯებით ილაპარაკოს სამართალზე. წარმოიდგინეთ, რა დონის პარადოქსია, სახალხო დამცველი თუ სამართალზე პოლიტიკური მესიჯებით ვერ ილაპარაკებს პასუხს ვერ გაგვცემს.

უახლოეს მომავალში სახალხო დამცველმა პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა, მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, მაგალითად, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება, მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები