ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

ოპოზიცია დიალოგთან დაკავშირებით ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პირობები დაასახელა და იმაზე ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში იქნება ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგზე თანახმა.

“ჩვენი, სრულიად ოპოზიციის ძალიან მტკიცე პოზიცია და შეთავაზება არის შემდეგი – დაკმაყოფილდეს სამი მოთხოვნა და ამის შემდეგ მზად ვართ დიალოგისთვის: ნიკა მელიას გათავისუფლება, ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ამ 3 საკითხთან დაკავშირებით თუ მოვლენ დიალოგზე ყველას დაკმაყოფილებისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვისაუბროთ. თუ ერთ საკითხს მაინც გამოაკლებენ, არავითარი დიალოგი არ იქნება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები