მამუკა მდინარაძე: შალვა ნათელაშვილი აქტივებს თუ მიპოვის, თავად დამიყადაღოს

“შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. რაიმე აქტივებს თუ მიპოვის, დააყადაღოს თვითონ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია.

„სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც – კონკრეტული ადამიანების მიმართ. გუშინ შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. თუ მიპოვის რაიმე აქტივებს, დააყადაღოს თვითონ, ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს, რამე აქტივებს თუ მიპოვის. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუშინ რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-ისგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით ყველას სასწრაფოდ სანქციები დაუწესონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები