პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი მატებაა

პოლონეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 12 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი ორი თვის გამავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წინა დღეს კი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 6 310 შემთხვევა გამოავლინა, ზუსტად ერთი კვირის წინ – თითქმის 8 700.

მედია აღნიშნავს, რომ დღევანდელი მაჩვენებელი ვითარების განვითარების ზუსტი საზომია, რადგან ამ სტატისტიკაზე უქმეების მაჩვენებელი არ აისახება.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 372 პირი ემსხვერპლა, 13 477 ადამიანი საავადყოფოში მკურნალობს, მათგან 1 321 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ქვეყნის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მთავრობა დღეს საღამოს ეპიდემიასთან ბრძოლის ახალ წესებს დაასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები