პუტინი: რუსეთის დასუსტება და საგარეო კუთხით კონტროლი ისევ სურთ, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ხდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის დასუსტება და საგარეო კუთხით კონტროლი ისევ სურთ, როგორც ეს ხდება პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში.

ამის შესახებ მან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომის გახსნის დროს განაცხადა.

“რუსეთის ე.წ.შეკავების პოლიტიკას ვაწყდებით. აქ საუბარი არ მიდის საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივ კონკურენციაზე. არამედ სწორედ თანმიმდევრულ და აგრესიულ ხაზზე, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ მოხდეს ჩვენი განვითარების შეფერხება, მისი გაყინვა, გარეპერიმეტრზე პრობლემების შექმნა, შიდა არასტაბილურობის პროვოცირება, იმ ფასეულობების შერყევა, რომლებიც რუსეთის საზოგადოებას აერთიანებს. და, საბოლოოდ, რუსეთის შესუსტება და მისი საგარეო კონტროლზე ჩაყენება, როგორც ამას ვხედავთ, ასევე ვიცით, რომ ხდება, პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები