ჩეხეთში კორონავირუსის გამო კატასტროფას პროგნოზირებენ

ჩეხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ძალიან სერიოზულია, ტოტალური კატასტროფაა მოსალოდნელი, – ასეთი პროგნოზი ქვეყნის პრემიერმა, ანდრე ბაბიშმა გააკეთა.

მან შესაძლო კატასტროფის არიდების მოწოდებით გამოვიდა.

“დრამატულად იზრდება ინფიცირებულთა, რეანიმაციაში მყოფთა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული პაციენტების რიცხვი. დღეს მედიკოსებთან, პროფკავშირებსა და ოპოზიციასთან შექმნილ ვითარებას განვიხილავთ. საღამოს ისევ გავმართავთ მთავრობის სხდომას. ამჟამად სკოლებში სწავლის განახლებაზე საუბარი არც მიდის”, – თქვა მან.

ბოლო ერთ დღეში ჩეხეთში 15,6 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან 6,8 ათასს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები