გიგი უგულავა – ნიკა მელიაზე: მაგრად უნდა იყოს, რაღაც წიგნები წამოვიღე და შევუგზავნი – გამარჯვება ახლოსაა

“პირველ ყოვლისა, ეს არის პოლიტიკური პროტესტი. მეორე – ნიკას გამხნევება, მესამე ის, რომ მეგობრებს არ ვტოვებთ გასაჭირში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის ციხის მიმართულებით მიემართება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია იმყოფება.

მისივე თქმით, გამარჯვება ახლოსაა.

“პირველ ყოვლისა, ეს არის პოლიტიკური პროტესტი. მეორე – ნიკას გამხნევება, მესამე ის, რომ მეგობრებს არ ვტოვებთ გასაჭირში და გამარჯვება ახლოს არის და ციხე ჩვენ არ გვაშინებს. ამის ბევრი მაგალითია ისტორიულად. ციხეს თუ სწორედ მიუდგები, სამარტოო საკანს თუ სწორედ მიუდგები, უფრო გაძლიერებული გამოხვალ. მაგრად უნდა იყოს, რაღაც წიგნები წამოვიღე და შევუგზავნი”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია იმყოფება, ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები