მამუკა მდინარაძე: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

“ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დიალოგით მივიდეთ იმ საკითხებამდე, რაც მნიშვნელოვანია არა რომელიმე პარტიისა და მისი კონკრეტული მიზნებისთვის, არამედ – ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

“განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და არ აქვს მოლაპარაკებას ალტერნატივა. არასდროს “ქართული ოცნება” მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა, ამას მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აკეთებდნენ. იყო გარკვეული საკითხი და ეს იყო სამართლისა და კანონის აღსრულება, რასთან დაკავშირებითაც პრინციპული პოზიცია გვაქვს და გვექნება. ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დიალოგით მივიდეთ იმ საკითხებამდე, რაც მნიშვნელოვანია არა რომელიმე პარტიისა და მისი კონკრეტული მიზნებისთვის, არამედ – ქვეყნისთვის”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები