ნათია თურნავა: სტრატეგიული პარტნიორების რჩევა მნიშვნელოვანია, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ნებისმიერი გაფრთხილება და რჩევა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია.

„დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ. კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენც აქ ერთიანები ვართ“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები კეთდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები