სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან გაიხსნება
სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან, 25 თებერვლიდან გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ხვალიდან, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.