ამბოხი სომხეთის ჯარში – სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არეულობა მოხდა

სომხეთში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების ნაწილმა შვებულებიდან დაბრუნებასა და მსახურებაზე უარი თქვა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 თებერვალს სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილმა და მათმა ოჯახებმა სამხედრო ნაწილში სამხედროების დაბრუნებისთვის ხელის შეშლა სცადეს. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არეულობა მოხდა, ზოგიერთმა ჯარისკაცმა ვითარებით ისარგებლა და ტერიტორია დატოვა.

დეზერტირებს ამჟამად სამხედრო პოლიცია ეძებს, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

თავდაცვის სამინისტრო მომხდარს გმობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი აქციებისგან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები