ლიეტუვაში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყებაზე განაცხადეს

ლიეტუვის სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღაა, რადგან ახალი შემთხვევების რიცხვი არათუ მცირდება, არამედ იზრდება.

ამის შესახებ Postimees წერს.

“როგორც ჩანს, მესამე ტალღა იწყება”, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, ლიეტუვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ის მერყეობა, რომელიც ამჟამად შეინიშნება, მეორე ტალღის გაგრძელებაა. ასევე, ივარაუდეს, რომ ბოლო დროს შემცირებული მაჩვენებელი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტესტირების შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები