მერკელი: გერმანია კორონავირუსის მესამე ტალღაში იმყოფება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას გადის.

ასეთი განცხადება მან კონსერვატიული პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა, – წერს Reuters-ი.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მერკელმა თქვა, რომ საკარანტინო ზომების შესუსტება ეტაპობრივად და ფრთხილად უნდა მოხდეს.

კანცლერი დარწმუნებულია, რომ შეზღუდვების შესუსტებას ხელი შესაძლოა, ვაქცინაციის ნელმა ტემპმა, ასევე, ახალმა შტამებმა შეუშალოს.

მან დასძინა, რომ ტესტირების ზრდამ შესაძლოა, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დააბრუნოს.

ევროკომისიის კრიტიკის მიუხედავად, გერმანიაში საზღვრებზე მკაცრი შეზღუდვა კიდევ 8 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ქვეყნის მთავრობამ თითქმის მთლიანად დახურა საზღვარი ჩეხეთთან, სლოვაკეთსა და ავსტრიის ქალაქ ტიროლთან. გამონაკლისებისთვის მოქმედებს შესვლის მკაცრი წესი, რამაც საზღვარზე დიდი რიგები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები