ოპოზიციამ 26 თებერვალს საპროტესტო მსვლელობა დააანონსა

“26 თებერვალს, 15:00 საათზე მსვლელობა მოეწყობა ფილარმონიიდან “საქართველოს გადარჩენისთვის”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი არ უნდა შეშინდეს და პირიქით, ყველა უნდა გაერთიანდეს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ აქციები დააანონსა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები