მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიცური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ (ფოტო)
მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.
ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვის მიმართავენ ოპოზიციონერი ლიდერები. მათ ხელისუფლებასთან ორი მოთხოვნა აქვთ – ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ აქციები დააანონსა.