იაგო ხვიჩია: ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად

პარტია “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ხვიჩიამ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა, ახლა ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიდის.

“სამართლებრივი მექანიზმი სულ არსებობდა იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ პირიქითა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა და იყენებს. მას უნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაანადგუროს ნიკა მელიას დაჭერით და, სინამდვილეში, ამით აძლიერებს ამ გუნდს და თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს.

ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყოველგვარი იდეის გარეშე, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, მათ ძალიან ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს იდეა, რის გამოც იბრძვიან აქ, იბრძვიან ხელისუფლების, ტახტის ხელში ჩასაგდებად.

პარტია “გირჩი” არის შერიგების მხარეს და გვჯერა, რომ ეს არის ერთადერთი გზა”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები