არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, პრაგმატული პოლიტიკის დროა

“ოპოზიცია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, პრაგმატული პოლიტიკის დროა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.

მისი თქმით, ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება.

,,დემოკრატია და პოლიტიკური წონასწორობა დგას კანონის უზენაესობაზე. მონაწილეობაზე უარის თქმა, ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება – ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს. პრაგმატული პოლიტიკის დროა,” – წერს არჩილ თალაკვაძე ,,ტვიტერის” გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები