გიგი უგულავა: ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? – ათასი სხვა აქტივისტი აიღებს ხელში დროშას

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დღევანდელი დღით ხელისუფლებამ თავისი სახე აჩვენა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე, ქართველ ხალხს.

მისივე თქმით, ბრძოლა უკომპრომისო იქნება.

“დღევანდელი დღე კატასტროფულ გზავნილს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობამ ისევე, როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა დავინახეთ, რომ წითელი ხაზი გაივლო და 23 თებერვალს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წყალობით გავიღვიძეთ საბჭოთა კავშირში. 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, რომელსაც ალბათ რუდუნებით აღნიშნავდნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი ბავშვობაში, იმიტომ რომ მათი ჭკუა მენტალობა და ყველაფერი რუსეთშია. აბსოლუტურად უგუნური საქციელი ჩაიდინეს, დაარბიეს, ააოხრეს და ათასი პოლიციელის და სპეცრაზმელის დახმარებით დაიჭირეს ერთი კაცი – ნიკა მელია. ჩვენ ვნახეთ, რომ გვყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს როგორც სვავი, მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი კაცის დასაჭერად ამ კატასტროფულ სურათს ანახებს მთელს მსოფლიოს და რისკავს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლით და, რაც მთავარია, ეს არის გზავნილი, რომ მე ვიქცევი, როგორც პუტინი და ლუკაშენკო.

ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? – ათასი სხვა აქტივისტი აიღებს ხელში დროშას. რაც  უნდა ქნან, არავითარი დაჭერები, არავითარი რეპრესიები არ გაგვაჩერებს! ივანიშვილმა გადალახა ის რუბიკონი, რომლის შემდეგაც ადრე იქნება თუ გვიან ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი საქართველო და ამ რუსის შნირს თავისუფალ საქართველოში არაფერი არ ესაქმება. დღეს დაიგეგმა კანცელარიასთან უკვე აქცია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები