სამართალდამცველებმა “ნაცმოძრაობის” ოფისიდან სერვერები ამოიღეს
სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან სერვერები ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას “კვირას” შსს-ში უდასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
სპეცოპერაცია შსს-მ დღეს დილით ადრე დაიწყო, რაც ნიკა მელიას დაკავებით დასრულდა.