ალეკო ელისაშვილი: ყველას გვჭირდება კომპრომისი

მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის,- აღნიშნული განცხადებით „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

მისივე თქმით,  ქართველ ხალხს დღეს, კომპრომისები სჭირდება.

„კომპრომისები სჭირდება დღეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ყველას: გულანთებულებს, გავარვარებულებს, ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს გვჭირდება კომპრომისი, ეს იქნება პოლიტიკა. მე მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორ გულზე არ უნდა გეხატებოდეს ან არ გვეხატებოდეს ერთმანეთი, იქითაც ქართული სახელმწიფოა და აქეთაც. თუ რამე გვჭირდება, ემოციების დაცხრობაა და ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები