სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია მსვლელობას მართავს
სომხეთის დედაქალაქში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
აქციის მონაწილეები ქალაქის გარეუბანში შეიკრიბნენ და ცენტრისკენ მიემართებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს არ უშლის.
„ჩვენ გვაქვს ფაშინიანის ხელისუფლებისგან ჩამოშორების გეგმა. ჩვენ ხალხთან ერთად მივაღწევთ მის წასვლას ხელისუფლებიდან“ , – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „დაშნაკცუტუნის“ წევრმა იშხან საღატელიანმა.