ევროკავშირში, ნავალნის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.​

ამის შესახებ Reuters-ი დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით წერს.​

აღინიშნება, რომ სანქციათა სია “მალე დამტკიცდება”.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მასში შეიძლება მოხვდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, “როსგვარდიის” დირექტორი, გენერალური პროკურორი და აღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი. მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ევროკავშირთან კონფრონტაციის კურსი აირჩია და რომ პასუხი არ დააყოვნებს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სანქციების ნაწილში მინისტრები ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები