პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის მესამე ტალღაზე პასუხისმგებელი ევროკავშირი იქნება

ევროკავშირის პოლიტიკა ვაქცინის შესყიდვასა და ქვეყნებისთვის მისი მიწოდებასთან დაკავშირებით იქნება იმის მიზეზი, რომ ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყება.

ამის შესახებ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადა, ნეძელსკიმ განაცხადა.

“იანვარში მნიშვნლოვანი ძვრა იყო, მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის შემსყიდველობის პოლიტიკა იქნება იმის მიზეზი, რომ ევროპაში მესამე ტალღა დაიწყება”, – თქვა მან.

მისი თქმით, ევროკომისიამ საკუთარი გავლენები უნდა გამოიყენოს ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებსაც სპონსორობა გაუწია ვაქცინის წარმოების დაწყებამდე.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელია მარტ-აპრილში, ასევე, ქვეყნის მთავრობა შეზღუდვების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.​

ნეძელსკის თქმით, პოლონეთში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ვრცელდება

პოლონეთმა 12 თებერვლიდან კინოთეატრების, თეატრები, სპორტდარბაზების მუშაობა ნაწილობრივ განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები