თამარ გაბუნია: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ კეთილსაიმედოა, რომ შეზღუდვების უფრო მეტად შემსუბუქებაზე ვიფიქროთ
“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ კეთილსაიმედოა, რომ შეზღუდვების უფრო მეტად შემსუბუქებაზე ვიფიქროთ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე 15 თებერვლიდან მოიხსნა.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, რომ ჩვენ ვიფიქროთ შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქებაზე. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ეპიდემიური ანალიზი და ჩვენ დაველოდოთ ორკვირიან პერიოდს, რაც გვქონდა ისედაც დათქმული შეზღუდვებს შორის ინტერვალებისთვის. ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა 15 თებერვლიდან. რაც დარჩა, ძირითადად შეეხება კულტურის სფეროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ასევე, რესტორნებსქ და სივრცეებთან მიმართებაში. ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, ამის ანალიზიც მოხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.