ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ერისა და ჯარის სირცხვილია

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერისა და ჯარის სირცხვილია.

მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყოფილ ხელისუფლებაზეც ისაუბრა.

“ეს დღეები ვისმენ არნახულ ცილისწამებათა ნიაღვარს ჩემი მისამართით. ის ღალატი და უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ. როგორ შეიძლება, ადამიანს რამე დააბრალო, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, თურმე მე რუსებს 6 სპეცნაზელი მოვაკვლევინე. მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ჯარის სირცხვილი, მთავარსარდლად წოდებული გამოდის და გველაპარაკება კიდევ.

ადამიანი, რომელმაც ხალხი დაარბია და აწამა. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება, წარმოგიდგენიათ აქ რომ გადატრიალება მომხდარიყო, რა მოჰყვებოდა ამას? მოხდებოდა სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში და სააკაშვილის ინტერესებში შედის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები