ირაკლი ღარიბაშვილი: საჭიროა, გავაათმაგოდ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში
არ ვიცით, როდის, როგორ დასრულდება ეს პანდემია, ამიტომ, საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა, გავაათმაგოდ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მოქალაქეების კეთილდღეობა.
„დღეს გვმართებს მეტი კრეატიულობა, მეტი არაორდინირებულობა, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. მთელს მსოფლიოში იცვლება რეალობა, ჩვენ დღეს ომში ვართ, პირდაპირი მნიშვნელობით, უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის, როგორ დასრულდება ეს პანდემია და ეს უხილავი ომი. ამიტომ, საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა, გავაათმაგოდ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში და, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.