ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც შიდა და გარე მტრები, ასევე, ობიექტური სიძნელეებიც.
„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით. რა თქმა უნდა, არსებობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც შიდა და გარე მტრებიც, ობიექტური სიძნელეებიც, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.