პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა.
ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება – თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოადგილე იყო.
ყველა სხვა მინისტრი თანამდებობაზე რჩება.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია.