მექსიკაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები

მექსიკის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი Learjet-ის მარკის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 7-ვე სამხედრო დაიღუპა.

შემთხვევა მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვერაკრუსის შტატში მოხდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 09:45 საათზე აფრინდა.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, დაღუპულთა ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები