“40 პარტიას საკუთარი პარტიული აქტივის გარდა ვერავინ გამოგყავთ აქციაზე” – ნიკოლოზ მეტრეველი
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, სანამ მიტინგის თარიღს გაასაჯაროებენ, ამინდის პროგნოზს გაეცნონ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“სანამ მიტინგის თარიღს დააანონსებთ, ამინდის პროგნოზსაც უნდა ჩახედოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც 40 პარტიას საკუთარი პარტიული აქტივის გარდა ვერავინ გამოგყავთ აქციაზე”, – წერს მეტრეველი.